პოლიტიკა

თეა წულუკიანი - მივესალმებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და ჩამოვა საქართველოში, მას საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა და საპატიმრო

27.08.20 14:40


ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო ,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თრა წულუკიანმა განაცხადა.

 

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძებნილია და მის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.

 

„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები