პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

27.08.20 15:00


დღეს, 27 აგვისტოს ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენსა და დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

დავით ზალკალიანის თქმით, მათ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

 

„მე მადლობა გადავუხადე სენატორ ვან ჰოლენს აშშ-ს სენატის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ, კერძოდ კი, დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების კუთხით გამოხატული მხარდაჭერისთვის.

სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს მისიის წარმატებით განხორციელებაში. გამოვთქვით მზაობა, რომ კვლავაც განვაგრძოთ ერთობლივად მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მხრიდან საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის თემას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები