პოლიტიკა

საქართველოში მოქმედი 4 ტელემაუწყებელი არჩევნებზე ერთობლივ ეგზიტპოლს ჩაატარებს

08.09.16 15:45


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტელეკომპანიებმა „GDS“-მა, “იმედმა“ და “მაესტრომ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კვლევის ჩატარება კომპანია „TNS“-ს დაუკვეთეს.

კონტრაქტის ღირებულება 937 635 აშშ დოლარია. ტელეკომპანია “GDS“-ის გენერალური დირექტორის, თინათინ გობეჯიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის ერთობლივად ჩატარება იმ მიზეზით გადაწყვიტეს, რომ ხარჯები გადანაწილებულიყო.

“მთავარი მიზეზი ეგზიტპოლების ერთად ჩატარებისა არის კონტრაქტის ღირებულება, კერძოდ, ის, რომ ტელევიზიებს თანხა გადაგვენაწილებინა და შესაბამისად, შემცირებულიყო ხარჯიც“,- განაცხადა თინათინ გობეჯიშვილმა.

კომპანია „TNS“-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი სააგენტოა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო და საკონსულტაციო კომპანია „Kantar“-ის შემადგენლობაშია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები