პოლიტიკა

ევროპული საქართველოს წევრებმა, ოთარ კახიძემ და ელენე ხოშტარიამ, კრიმინალის დონის შესამცირებლად გეგმა წარადგინეს

27.08.20 15:20


ევროპული საქართველოს წევრებმა, ოთარ კახიძემ და ელენე ხოშტარიამ, კრიმინალის დონის შესამცირებლად გეგმა წარადგინეს, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს.

 

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთო კახიძემ, ხაზი გაუსვა გართულებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას და სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო სისტემის დახვეწისთვის აუცილებელია სრულფასოვნად იყოს დანერგილი ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, რაც გაზრდის ნდობას სასამართლოს მიმართ და ასევე ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში.

 

ევროპული საქართველოს მაჟორიტარმა ვაკეში, ელენე ხოშტარიამ ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ. ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, განხორციელდება სამართლდამცავი ორგანოების მასშტაბური რეფორმა, მართლმსაჯულება აღსრულდება გამჭვირვალედ, ობიექტუად და მიუკერძოებლად.

გაიზრდება ომბუდსმენის აპარატის მანდატი და შედეგად დაიწყება საგამოძიებო მოქმედებების აქტიური მონიტორინგი.

 

ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს რეფორმების მთავარი მიზანი სასამართლოში კორუფციის პრევენცია, სამართლის ხალხის მიერ აღსრულება და სასამართლოსადმი ნდობის აღდგენა იქნება.

 

„დღეს მზარდი კრიმინალის, დანაშაულის, დაუცველობის განცდა არის ყოვლისმომცველი ფაქტიურად, უბრალოდ ყოველჯერზე, როდესაც ვრთავ ტელევიზორს, არის განცდა, რომ მორიგი უბედურება ხდება. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ კონკრეტულს რას ვთავაზობთ საზოგადოებას იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. პირველ რიგში ამას აქვს სისტემური მიზეზები, ამდენი წლის წახალისებული ძალადობა, იქნება ეს ფარცხალაძე, აბაზოვი თუ სხვა, პირდაპირ მათ აქვთ უფლება რომ იძალადონ და ეს მათ ქართულმა ოცნებამ მიანიჭა.

მათი დაუსჯელობა და ასევე პოლიციის მხრიდან არა ამ საქმეების გამოძიება, არამედ თავის მხრივ ადამიანებზე ძალადობა. ეს არის ის სისტემური პრობლემა, რომლის გადალახვის გარეშეც შეუძლებელია, რომ ჩვენ დაცული მოქალაქის განცდა დავუბრუნოთ ადამიანებს. ამიტომ, ჩვენ, გარდა მიზეზებზე საუბრისა, წარმოვადგენთ ძალიან მკაფიო, კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გადატყდეს ეს საბჭოთა მარლთმსაჯულების სისტემა, რომელიც არის თავი სამართალდამცავის სტრუქტურის უნდობლობის. ეს არის მთელი რიგი რეფორმები როგორც სასამართლო სისტემაში, ისე გამოძიებაში და სისხლის სამართლის კოდექსში. ეს სისტემური რეფორმები მოიტანს დაცულ მოქალაქეს და ადამიანზე ორიენტირებულ და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდზე ორიენტირებულ სისტემას“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში გაზრდილია კრიმინოგენული ვითარება,დამძიმებულია, ასევე დაუცველობის განცდა აქვს უფრო მეტ ადამიანს და ჩვენ, ევროპული საქართველო, საზოგადოებას ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ამ მძიმე ვითარებიდან გამოგვიყვანს. ეს გეგმა მოიცავს რამდენიმე პუნქტს, მათ შორის:

 

პოლიციის რეფორმა, რათა გამოძიების ხარისხი ამაღლდეს და ყველა დანაშაულზე პოლიციას ჰქონდეს გზამკვლევი, თუ რომელი საგამოძიებო მოქმედება რის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ჩენ სხვადსხვა გახმაურებული საქმის ანალიზმა გვაჩვენა, რომ მძიმე ჩავარდნებია ამ კუთხით. ამავდროულად შესაქმნელია ცენტრალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც იქნება დამოუკიდებლი პოლიტიკური გავლენისგან და გამოძიება გახდება პროფესიონალური და ყოველგვარი ზემდგომი, პარტიული კონიუქტურისგან თავისუფალი.

 

ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს სრულფასოვნად შემოღებას,რათა ხელისუფლების ნებაზე არ იყოს თუ ვის დააპატიმრებენ და ვის არა.

 

ასევე მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმართველობების დონეზე უნდა მოხდეს პოლიციის უფროსების არჩევა, ეს უნდა იყოს მერთან ერთად და არ უნდა იყოს ცენტრის მიერ დანიშნული პოლიციის უფროსი. ადგილზე ხალხმა იცის უკეთ თუ რა ჭირდება მათ.

 

ასევე გამოვყოფდი ჩხრეკა-ამოღების ახალ სტანდარტს, მიგვაჩნია,რომ ჩხრეკას თან უნდა ახლდეს ვიდეო გადაღება და ამით უნდა გაქრეს უნდობლობა ამგვარი საგამოძიებო მოქმედებების მიმართ.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები