პოლიტიკა

სექტემბერში ისევ იქნება საცობები, მაგრამ საზ.ტრანსპორტი უპრობლემოდ ივლის – კალაძე

27.08.20 15:40


თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ვაკეში სატრანსპორტო ქსელის ცვლილებების შედეგად სექტემბერში, — სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლებისას, — ავტომობილების საცობები კვლავ იქნება, როგორც წინა წლებში, თუმცა  საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ იმოძრავებს და ტროტუარზე გადაადგილება უპრობლემო იქნება.

 

„ისმის შეკითხვები, აი „სექტემბერი მოვა და მერე ნახეთ თქვენ, მერე რა იქნება“, – თქვა კახი კალაძემ 27 აგვისტოს თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT ხაზების) პრეზენტაციაზე და განაცხადა:

 

„პირდაპირ ვიტყვი, რაც იქნება: იქნება ის, რაც ხდებოდა წლების წინ სწავლის დაწყების პერიოდში, მხოლოდ ერთი განსხვავებით: საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე, და ადამიანები ტროტუარებზე ბავშვებით უპრობლემოდ იმოძრავებენ, მათ ავტომობილები ხელს არ შეუშლიან“.

 

„აგვახსოვს, რა ხდებოდა სკოლის წინ ჭავჭავაძეზე“, – განაცხადა მერმა და დასძინა, რომ სატრანსპორტო ქსელის ცვლილებისთვის გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები „სჭირდება თბილისსა და თბილისელებს“. მან იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ექნება და „მოვახერხებთ, რომ ეს ქალაქი იყოს ყველასი“.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები