პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება - სალომე სამადაშვილი

27.08.20 16:20


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, საქართველოში დაბრუნების შესახებ ეხმაურება.სამადაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება.

მისი თქმით, რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება - არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი.

 


"მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ყველასთვის ნათელია - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 8 წელია დევნილია ქვეყნიდან, მიხეილ სააკაშვილი რჩება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ მოთამაშედ.

 

მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც იძლევა დღევანდელი შექმნილი ვითარება, როდესაც ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მიიღოს მონაწილეობა ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემისგან განთავისუფლებაში.

 

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება - ამაში მე დარწმუნებული ვარ. რა ფორმით მოხდება ეს დაბრუნება - არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ამას გვაჩვენებს მომავალი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ძლევს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის გზაზე, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, მათ შორის, უკრაინაშიც".

 

 

 

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები