ეკონომიკა

ნათია თურნავა - პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ დღეიდან ამოქმედდა

27.08.20 17:00


დღეიდან ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლისა და აქედან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მინისტრის განმარტებით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა კარანტინი და ტესტირება საკუთარი სახსრებით უნდა გაიარონ.

 

„დღეიდან stopcov.ge-ზე ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“.

პროგრამის საშუალებით, 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვთ და არიან ფრილანსერები, შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას და აქედან დისტანციურად მუშაობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ვიზიტორები სწორედ საქართველოში ჩამოვიდნენ.

 

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები, რის გამოც ისინი არჩევენ საქართველოს და ეს ინტერესი უკვე არის გამოვლენილი. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები არის უფრო ხელმისაწვდომი და მათი დანახარჯებიც იქნება ნაკლები. რაც მთავარია, საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა, რომლის მონახულებაც ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ პროგრამის საშუალებით, დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხოელები ერთგვარ სინერგიას მოახდენენ და მუშაობასთან ერთად, ჩვენთან დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ“, – დასძინა ნათია თურნავამ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები