პოლიტიკა

ოპოზიცია თანხმდება, რომ საარჩევნო ერთობა უნდა შენარჩუნდეს - გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

27.08.20 17:20


გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დასრულდა.

 

ოპოზიცია თანხმდება, რომ საარჩევნო ერთობა უნდა შენარჩუნდეს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ერთიანი ძალებით განაგრძობენ და საპარლაემნტო არჩევნებზე ერთმანთის ხმებს დაიცავენ.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერები ძირითადად საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკური ინტრიგების დრო ნამდვილად არ არის და აუცილებელია ყველა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს - ეს მიზანი კი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაა. მათივე თქმით, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით ახლა აქცენტების გაკეთება აღარ ღირს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენის საკითხი მათთვის დახურულია. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიის სამდივნოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.

 

"ახლა უერთბრალდებების დრო არ არის. ახლა არის კონცენტრაციის დრო, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ისნის რაიონში გვყავდეს ჩვენი კანდიდატი, ამიტომ ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია" - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

"ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ადგილზე მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთობა და ერთობლივი ძალისხმევით ივანიშვილის დამარცხება.

 

"პარტია გამარჯვებული საქართველოს" წევრი, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, თუ იქნება ერთობა მაშინ ყველა შეძლებს, რომ მიზანს მიაღწიოს და ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებიდან გაუშვან.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები