პოლიტიკა

ოთარ დანელია ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27.08.20 18:00


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებზე და ისრაელის მხრიდან, აღნიშნულ პროექტებში ჩართვის მზარდ ინტერესზე. აღინიშნა, რომ ისრაელის ინვესტორთა მხრიდან, საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესება არსებობს.

 

კომიტეტის თავმჯდომარე და ისრაელის დიპლომატი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე შეთანხმდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები