პოლიტიკა
28.08.20 10:30
ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია დასავლური ოჯახისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან, კოვიდ პანდემიასთან გამკლავება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა დაბრუნდებით და ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკეთესი მომავლის შექმნაში“.
არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე და მნიშვნელობაზე ქვეყნის ცხოვრების და მისი ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ემიგრანტების როლზე, რომლებიც საზღვარგარეთ შრომობენ, ქმნიან დოვლათს, ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს.
„საქართველოს ჰყავს წარმატებული და ძლიერი დიპლომატიური სამსახური, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჰყავს არაერთი ძალიან წარმატებული თანამემამულე საზღვარგარეთ, ვინც ჩვენს სამშობლოს ღირსეულად წარმოაჩენენ.
ადამიანები, რომლებიც შრომობენ და ქმნიან დოვლათს, ქმნიან ინტელექტუალურ პროგრესს და ეხმარებიან თავის სამშობლოს, საქართველოს. დიასპორას აქვს განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, აწმყოსა და მომავალში, ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და სწორედ ეს ადამიანები, ემიგრანტები აცნობენ საქართველოს მთელს მსოფლიოს.
ბოლო პერიოდში ჩვენ გამოვიარეთ რთული დღეები, გლობალურმა პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. გამოცდის წინაშე დააყენა მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სისტემები. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საიმედო პარტნიორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უსაფრთხოების სფეროში, არამედ არის სახელმწიფო, რომელმაც შეძლო ამ რთულ ბიოლოგიურ საფრთხესთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო სახელმწიფო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაც სახელმწიფო ზრუნავს მის თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში განახორციელა. მათ შორის, მთავარ კონსტიტუციაზე, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე.
„2017-2018 წლებში საქართველოს პარლამენტმა და ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს, განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ხვალ და როგორი სახელმწიფო სურთ ჩვენს შვილებს და სწორედ ამ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს დიასპორებს და ჩვენი თანამემამულეების კავშირების შენარჩუნებას სამშობლოსთან. ეს ხდება პირველად, როდესაც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივებს სხვადასხვა მიმართულებით. მისი განცხადებით, ამ პროგრამების მეშვეობით ჩვენს თანამოქალაქეებს საზღვარგარეთ მიეცათ საშუალება, რომ განახორციელონ ის პროექტები და ინიციატივები, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს დაეხმარება.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24