პოლიტიკა

ცესკო-მ საარჩევნო უბნების გასანათებლად 15 000 სანთელი იყიდა

28.08.20 17:40


"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნოდ 15 000 სანთელი შეიძინა, რაშიც 3 135 ლარი დახარჯა.

 


ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული პასუხის თანახმად, სანთლების შეძენის მიზანი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.

 

"საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29.05.2020-ს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ობიექტი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 15 000 ცალი პარაფინის სანთლის შესყიდვა იყო. ტენდერი დასრულდა და მასში კომპანია ანსამ გაიმარჯვა, რომელმაც უკვე უზრუნველყო საკუთარი მოვალეობის შესრულება და საარჩევნო კომისიას 15 000 სანთელი 3 135 ლარად მიაწოდა", - წერია განცხადებაში.

 


შესაბამისად, ცესკო თვლის, რომ ელეტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში კომისიის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანთლების გამოყენება ეფექტური საშუალება იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 2016 წლის ანგარიშში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნათქვამია, რომ:

 

დაფიქსირდა უბანზე შეჭრის, საარჩევნო ყუთებისა და კერძო ქონების დაზიანების და საერთაშორისო დამკვირვებლების შეურაცხყოფის შემთხვევები;


საღამოს საათებში, ზოგიერთ ადგილას სიტუაცია გაუარესდა. ზოგიერთ უბანზე ხმის დათვლის პროცესი შეჩერებულ ან შეწყვეტილ იქნა აქტივისტების მიერ, რომლებიც უბნის გარეთ იმყოფებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე 2017-2020 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 245 806 400 ლარი გამოიყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2013-2019 წლებში თანამდებობაზე ყოფნის 63 თვის განმავლობაში 47 თვე თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემია/დანამატს იღებდა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები