პოლიტიკა

მმართველმა პარტიამ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქობულეთშიც წარადგინა

31.08.20 14:40


მმართველმა პარტიამ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქობულეთშიც წარადგინა.

 

პარლამენტში ქობულეთიდან მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ ზაალ მიქელაძე, უმაღლეს საბჭოში კი ცოტნე ანანიძე დაასახელა.

 

ამომრჩეველს ქობულეთში კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინეს.

 

„არ გვჭირდება ფასადური რეკლამები და პიარი, გაკეთებულ საქმეს ბევრი ხმაური არ სჭირდება. ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას, უხმაუროდ, წყნარად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ღირსეული კანდიდატები მიაწვდენენ ქობულეთელების ხმას როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მმართველმა პარტიამ ამით აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები