პოლიტიკა

უფრო მეტი ინტერესი მაქვს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, და არა - ვინ გაიმარჯვებს - კარლ ჰარცელი

31.08.20 15:40


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მისთვის უფრო დიდ ინტერესს წარმოადგენს, როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს.

 

"ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია. მიხარია 8 მარტის შეთანხმების მიღება, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და კარგი საფუძველი შეიქმნა, რომ შემდეგი ნაბიჯები გადამდგარიყო. მომდევნო კვირებში ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს. როგორც ევროკავშირის ელჩს, უფრო მეტი ინტერესი მაქვს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, და არა - ვინ გაიმარჯვებს",-აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები