ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XII თავი I

08.09.16 16:55


გორის რაიონის სოფლების ეკლესიები

1. „ბერბუკი „სურბ-ჰრეშტაკაპეტაც“ სოფელში 1884-1890-იანი წლები.“

2. ქ.გორი „ფოქრ სურბ ასტვაწაწინ“ ქალაქში, საკათედრო ტაძრის მახლობლად მოხსენიებულია 1849წლიდან.

3. ქ.გორი „სურბ-ასტვაწაწინ“, სომხურ სასაფლაოზე მოხსენიებულია 1885წლიდან.

4-5 ქ. გორი „სურბ თომას“ ქალაქში 1885

6. ზერტი „სურბ-ასტვაწაწინ“ სოფელში 1885წ.

7.კარალეთი „სურბ სტეფანი“ სოფელში 1845წ. დგას.

8. ხელთუბანი „სურბ-ასტვაწაწინ“ სოფელში მე-19ს-ის ბოლო.

9. ხელთუბანი „სურბ- ასტვაწაწინ“, სომხურ სასაფლაოზე, მოხსენიებულია 1871, 1894 წლებში.

10. დიდი გარეჯვარი - „სურბ-ასტვაწაწინ“ (სურბ-ლუსავორიჩ“), სოფელში 1885წ.

11. მეჯვრისხევი - „სურბ-სარგისი“ 1802წ.

12. ტინისხიდი „სურბ-ასტვაწაწინ“ გუმბათოვანი სოფელში 1849წ.

13. ტირძნისი- „სურბ-ასტვაწაწინ“ სოფლის გარეუბანში, დემურიანების სასაფლაოზე, 1872წ. (დემურიანები ქართველი გრიგორიანები არიან ბ.ა.)

14-15 პატარა გორიჯვარი- „სურბ-ასტვაწაწინ“, მე-19 ს-ის მეორე ნახევარი. მოხსენიებულია 1880,1885წ.წ.

როგორც ვხედავთ ეს ეკლესიები აშენებული არიან 1801წლის შემდეგ რუსეთის იმპერატორის ან მაღალი მოხელის, ეგზარხოსის „პრიკაზი“ მათი აშენების შესახებ თუ არის იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე არასდროს ყოფილა.


ხაშურის რაიონი

1. ნატახტევი (ნაბახტევი) „სურბ-კარაპეტის“ (XV) ეკლესია.

2. ვაყის „სურბ-ასტვაწაწინ“ XVIIIს. ეკლესია.

ეს ორივე სოფელი ეკუთვნოდა ქართული სამეფო კარის მდივან მწიგნობრებს-მარტიროზაშვილებს და ბეგთაბეგიშვილებს. მათ ეს თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ამ გვარის წარმომადგენელი ბეგთა ბეგი მდივანია 1661-1697წ.წ. მისი შვილები არიან ავთანდილი და ბეჟანი. მეფე გიორგი XI-ის დაკვეთით ბეგთაბეგს გადაუწერია ვეფხისტყაოსანი. მასზე მინაწერში იხსენება ბეგთა-ბეგი „სახელით ოდენ მდივანი და საქმით ყოველთა მწიგნობართა უნარჩვევებს.“

XVIIIს-ის მეორე ნახევარში კახეთის სამეფო კარზე 10 მდივნიდან სამი ბეგთაბეგიშვილი იყო. ავთანდილ, ყარამან და სულხან ბეგთაბეგ-შანშიან-მარტიროზიშვილებს გიორგი მეფემ 1685წელს უბოძა მამული სოფელ ნაბახტევი.

ვახტანგ მეფემ 1726 წელს ბეგთაბეგს უბოძა-სოფ. აძვისი, მათვე ეკუთვნოდა მამულები-ულევი, დუმაცხო, ნაბახტევი, ვაყა და მოხისი. (ხელ ნაწერთა ინსტიტუტი HD-429).

ეს გვარი-მარტიროზაშვილები, მდივან-მწიგნობრებად ჩანს XVIIს-დან. ამ საუკუნეში ეს გვარი შანშიან-მარტიროზაშვილების ერთი შტო XVIIIს-ის I ნახევრიდან ბეგთაბეგის შვილებად იწოდებიან.

ნაბახტევის და ვაყის ეკლესიები ქართული და სომხური წარწერები პირველად შეისწავლა ლ.მელიქსეთ-ბეგმა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ნაბახტევის და ვაყის ეკლესიის ქართული და სომხური წარწერები, ხაჩქარები შეისწავლა აგრეთვე პ.მურადიანმა.

როგორც ვნახეთ ეს ეკლესიები ქართველი თავადების ბეგთაბეგიშვილების საკუთრება ყოფილა, მაგრამ იმ სოფლებში ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა ცხოვრობდა. იყვნენ ქართველი მონოფიზიტები(გრიგორიანები).

ამჟამად, აქ მხოლოდ ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობაა, რომელთაც მამა-პაპური ქართული ცნობიერება სისხლ-ხორცში აქვთ გამჯდარი!

რაც შეეხება ხაშურის რაიონის დანარჩენ სოფლებს, ეკლესიებს „ესენი არიან:

1. ალი-„სურბ-ასტვაწაწინ“ XIXს. დგას

2. სურამი „სურბ გრიგორ ლუსავოვიჩ“ 1850-იანი წლები.

3. ოსიაური, „სურბ-ასტვაწაწინ“, აღდგენილია 1903წ.


აქ ჩამოთვლილი ეკლესიები აგებულნი არიან 1801წლის შემდეგ (მეორე პერიოდში). მათ შესახებ თუ არსებობს ოკუპანტი რუსის იმპერატორის ან ეგზარხოსის „პრიკაზი“, როგორც უკვე ვთქვით, იურიდიული ძალის არ მქონეა, ვინაიდან საქართველო არასდროს არ განიხილებოდა და არც დღეს განიხილება რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ, ისინი უკანონოდ არიან აშენებულნი და ეპ.მირზახანიანის სიიდან ამოღებულნი უნდა იქნენ.


კასპის რაიონი

1. გრაკალა_ეკლესია „წმინდა თეოდორე“, გვიანი შუა საუკუნეები.

2. ქ. კასპი „სურბ პოღოს-პეტროს“, ეკლესია XVI- XVIIს.ს. დგას.

3. კავთისხევი- „სურბ გაბრიელ ევ მიქაელ ჰრეშტაკაპეტაც“, სოფლის გარეუბანში, XVIს. ერთ ხაჩქარზე არის თარიღი 1593წ.

4. კავთისხევი- „სურბ-გევორგ“, სოფლის გარეუბანში, შუა საუკუნეების სასაფლაოს ტერიტორიაზე, 1593წ. დგას.

5. ახალგორი-ეკლესია „სურბ-ასტვაწაწინ“ აღდგენილია 1462-1693წ.წ. დგას.

* 2011 წლის 5 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან რელიგიური გაერთიანებები. ამავე კოდექსისი მიხედვით მიეცათ რეგისტარიიც უფლება და არა საკუთრებაში სადავო ეკლესიების გადაცემის უფლება. ეკლესიები საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ.

პ.მურადიანმა შეისწავლა კავთისხევის ეკლესიები, გამოიკვლია მათზე არსებული ქართული და სომხური ეპიგრაფიკა, მაგრამ ვერ წარმოადგინა სიგელი, დოკუმენტი ამ ეკლესიების კანონიერად აშენების შესახებ.

მართალია, მოტანილი აქვს 1656 წ. ზემოქართლის სარდლობის და მათი მოურავების წყალობის წიგნი, რომელიც მისცა როსტომ მეფემ ანდუყაფარ და გივი ამილახვრებს, მაგრამ მასში არ არის ქართველი თავადების ან მათი შთამომავლების მიერ არამარტო კავთისხევში, არამედ საერთოდ ზემო ქართლში მცხოვრებ სომხებისთვის რაიმე ნებართვა გაეცათ რომელიმე სომხური ეკლესიის აშენების შესახებ.

ამრიგად, აღნიშნული ეკლესიები, რომლებიც აგებულნი არიან 1801 წლამდე გადაცემას არ ექვემდებარებიან.

კასპის რაიონის სოფლის ეკლესიები

1. ქ. ახალქალაქი- ,,სურბ ასტვაწაწინ“ სასაფლაოს ეკლესია, მე- XIX ს. დგას;

2. გრაკალი ,, სურბ- ასტვაწაწინ“, სომხურ ნაწილში, 1882, აღდგენილია 1903 წ.

3. დოესი- ეკლესია ,, სურბ-ჰაკობი“, XIX ს-ის შუა ხანები.

4. ღარახაჩი, სურბ -ასტვაწაწინ,სოფელში 1864 წ. დგას.

5. კავთისხევი- ,,სურბ-ასტვაწაწინ“, აღდგენილია XIX ს-ში დგას.

ეს ეკლესიები აშენებულნი არიან მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პერიოდში და თუ არის რომელიმე რუსი იმპერატორის გაცემული ,,პრიკაზი“ მათი აშენების შესახებ, იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო არ იყო და არც ეხლა არის რუსეთის სამართალმემკვიდრე.

რაც შეეხება ახალგორის ,, სურბ ასტვაწაწინ“-ის ეკლესიას, როგორც იქ არსებული ხაჩქარის სომხური წარწერა გვამცნობს 1462 წ. ყოფილა აღდგენილი, მაგრამ მეორე 1693 წლის სომხურ წარწერაში კი ვკითხულობთ - მღვდელ ფეროს, მამა ბაღდასარას და სხვებს მნიშვნელოვანი ხარჯი გაუღიათ ამ ეკლესიის ახლად აშენებაში. ამ ურთიერთგამომრიცხავი ცნობების კომენტირება სცადა პ. მურადიანმა, მაგრამ საბოლოო დასკვნა ვერ გააკეთა და დაჯერდა შენიშვნას- ,,სიტყვა აღდგენაში“ (1462) რა იგულისხმება, ძნელი სათქმელიაო.

ასეა თუ ისე არც სომხურ წარწერებში არ ჩანს და არც რაიმე საბუთი არის წარმოდგენილი ამ მხარის პატრონის თავად მაჩაბელის მიერ გაცემული ახალგორის ,,სურბ-ასტვაწაწინის“ ეკლესიის აშენების ნებართვის შესახებ. ამდენად უკანონოდ ყოფილა აშენებული და მისი გადაცემა არასამართლებრივი აქტი იქნება.

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები