პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

01.09.20 15:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზს და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს პანდემიის მხრივ არსებული ვითარება და აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოში მგზავრობის, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე. ასევე, შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალური რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული მხარის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ძალისხმევების, პანდემიის გათვალისწინებით მათთვის შექმნილი წესების (კოვიდ პროტოკოლის), მათ შორის ტრანსპორტირების შესახებ.

 

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პანდემიის დასაძლევად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყანაში არსებულ სანიმუშო მდგომარეობას, რაც აღიარებულია ევროკავშირის მიერ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები