პოლიტიკა
01.09.20 15:20
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სესხებზე უსამართლოდ მაღალ პროცენტებს ასახელებს.
ვაშაძის განცხადებით, საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად, ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს ასტრონომიული ციფრებით მოგების ჩვენება.
„ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ხელთ მაქვს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220 მილიონი ლარის ქონება გადავიდა ბანკების საკუთრებაში, ანუ 220 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე, ბიზნეს სუბიექტი, კერძო პირი გაკოტრდა ქვეყანაში და ეს ქონება გადაეცათ ბანკებს. 50 მილიონით მეტია ეს ქონება ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში, მხოლოდ 4 ბანკთან მიმართებაში, და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის დროს, როდესაც გამოვიდა ბატონი გახარია და გვითხრა, რომ სესხებზე პროცენტი სამი თვით გადავადდებოდა, თითქოს უნდა გაჩერებულიყო საბანკო ოპერაციები, ბანკებმა 220 მილიონი ლარის ქონება ამოიღეს საქართველოს ეკონომიკიდან და გადაიფორმეს. ეს ნათლად ჩანს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშში. ეს ნიშნავს, რომ ის 5 მილიარდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სესხად აიღო, სად დაიხარჯა არ ვიცით. სახელმწიფო საით მიემართება არავინ უწყისს, ფაქტია არცერთი ლარი არ მიდის ტურიზმის სექტორის, მანქანების რეექსპორტის სექტორის და სხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესის გადასარჩენად, ის უბრალოდ ხმარდება კერძო პირების ქონების დაცვას ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ მას პრეტენზია ბანკებთან არ გააჩნია და ვერც ექნება, რადგან ბიზნესსუბიექტები არიან და მათ საქმიანობაში ასე ღიად ვერ ჩაერევა.
„გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ 45 მლნ ლარი გადაურიცხეს თავის კომპანიებს კორონავირუსის დროს, კაპიკები ხალხს. 45 მლნ მოიპარეს პირდაპირ ბიუჯეტიდან ამ მძიმე ვითარებაში. უფრო მეტიც, არცერთი კაპიკი არ მიდის რეალურად ხალხის დასახმარებლად და ამის ნათელი მაგალითები ბევრია: ბიზნესი კოტრდება, ქონების ჩამორთმევის სერია მთელ საქართველოში გრძელდება. 220 მლნ ლარის ქონება გადაიფორმეს ბანკებმა.
ხალხი ქუჩაში რჩება სახლების, ბიზნესისა და სასტუმროების გარეშე, რაშიც ჩადეს მთელი ენერგია. აბსოლუტურად ყველაფერი გაკოტრებულია და შიმშილისთვის არიან განწირულები. ეს უსამართლობა როდემდე უნდა გაგრძელდეს? “, -აცხადებს ვაშაძე და ამომრჩეველს ჰპირდება, რომ „31 ოქტომბერს, დამსხვრეული ოცნებების მატყუარა რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება“.
აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24