პოლიტიკა
01.09.20 15:40
ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას" უკვე საკუთარ გუნდში, - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი გუნდის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ გუნდში ბევრი ადამიანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან" გადავიდა.
„მუდმივად მტრის ხატის შექმნა და ამ ლეგენდით ფონს გასვლა „ქართულ ოცნებას" უკვე ექცა ძალიან გაცვეთილ სტრატეგიად. გადახედონ თანაგუნდელებს, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატებს და ბევრ პატარა სააკაშვილს იპოვის საკუთარ რიგებში „ქართული ოცნების“ სახელით. მაგალითად იმ კანდიდატებს, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყვნენ და ასეთი არის 4 თუ 5, დანარჩენი შეგიძლიათ პარლამენტშიც ნახოთ. დღეს, მაგალითად, მათიკაშვილი რომ საუბრობდა, მისი ოჯახის წევრი სააკაშვილს ფეხზე ამდგარი ხოტბას ასხამდა და ლამის ფიანდაზად ეგებოდა. ასე რომ, ეს „მგელი, მგელი მოდის" ლეგენდა არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ როგორც ჩანს საკუთარ თავს ამით აცოცხლებენ,"- განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს, რეალურად კი, ის უკვე წინა ხელისუფლებას არაფრით სჯობია და უარესიცაა.
„მათ სჭირდებათ სააკაშვილი საფრთხობელა და არა სააკაშვილი ციხეში. გავიხსენოთ ის ჩანაწერები, რომელიც ეხებოდა ამ თემას და იოლი გამოსაცნობია, რამდენად სჭირდება „ქართულ ოცნებას" ეს საფრთხობელა. „ქართულ ოცნებას“ უკვე ისიც აღარ აქვს სათქმელი, რომ ის უკეთესია ვიდრე სააკაშვილი. მე დღეს დამჭირდა შეხსენება „ქართული ოცნებისთვის," იმ დეპუტატებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ მორალური ღირებულებითი თვალსაზრისით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შევახსენე, რომ ვინც იმ სისტემის ყველაზე დიდი უსამართლობის შემოქმედი მოსამართლეები აირჩია, არათუ არაფრით უკეთესები არ არიან, არამედ უარესები არიან და უფრო დიდი დანაშაული აქვთ ქვეყნის მომავლის წინაშე ჩადენილი იმ კენჭისყრით, რაც ეხებოდა იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევას“, - განაცხადა ბესელიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24