პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „პატრიოტთა ალიანსთან“ არ ვითანამშრომლებთ!

01.09.20 16:00


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას არ განიხილავს.

 

„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ისეთი ინტერესების მატარებელი ჯგუფი, რომელიც არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

დეპუტატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების მოკვლევის საკითხს მიესალმება.

 

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საკითხსაც პასუხი უნდა გაეცეს“,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები