პოლიტიკა

ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ გძალგიძთ გულწრფელობა - ბოკუჩავა "ოცნებას"

01.09.20 16:20


"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა.

 


მისი თქმით, ხელისუფლება უკვე 8 წელია ერთი და იმავეს საუბრობს და ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ გააჩნია.

 


"რვა წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს დღესაც ვისმენთ აბსოლუტურად იმავეს. ვერ ინელებთ მიშას [სააკაშვილის] გულწრფელობას, რადგან თავად არ გძალგიძთ გულწრფელობა. ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, რადგან თავად აღმშენებლობის უნარი არ გაგაჩნიათ. ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსი, რადგან თავად არანაირი ხედვა არა გაგაჩნიათ სიძულვილის, ღვარძლისა და ბოღმის გარდა," - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები