პოლიტიკა

კელი დეგნანი - თითოეული პარტიის და მოქალაქის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას

01.09.20 16:40


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ თითოეული პარტიის და მოქალაქის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.

 

როგორც მან ჟურნალიტებს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას განუცხადა, მმართველ პარტიას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიანი გზით და შესაბამისად, მმართველი პარტიის მხრიდან ეს მესიჯი სწორია. მისივე თქმით, ასევე, პასუხისმგებლობა აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.

 

რაც შეეხება რუსული გავლენების ზრდას საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში , ელჩის განცხადებით, „წინა პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული მოქმედებებიდან ვხედავთ, რომ ქვეყნები და საარჩევნო სისტემები არაა დაცული მათი ჩარევისგან“.

 

„იგივე, რაც ვიხილეთ აშშ-ში რამდენიმე წლის წინ. შესაბამისად, ქვეყანამ, მისმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი საარჩევნო სისტემის მათი გავლენისგან დასაცავად. ჩვენ, აშშ და საქართველოს სხვა პარტნიორები ვახორციელებთ ძალისხმევას და პროგრამებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მათ შეძლონ გაიგონ, რა არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი და დეზინფორმაცია. იგივე მოვალეობა გააჩნიათ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს, მათ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსახლეობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ამომრჩეველი სრულად იყოს ინფორმირებული ოქტომბრის არჩევნებზე და შეძლონ, თავისუფალ გარემოში, დაშინების გარეშე მისცენ ხმა. მე იმედი მაქვს, ეს არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები