ეკონომიკა

საქართველოში ახალი ტიპის - საკონტრეილერო გადაზიდვების დანერგვა იგეგმება

01.09.20 17:20


საქართველოში ახალი ტიპის მულტიმოდალური გადაზიდვების - საკონტრეილერო გადაზიდვების დანერგვა იგეგმება. ცვლილება „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შევა. აღნიშნული კი, საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებით გეგმაშია.

 

მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაზიდვა გულისხმობს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების (სახსნელი საავტომობილო ძარების) ტრანსპორტირებას სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით.

 

„აღნიშნული გამორიცხავს ან მინიმალურს ხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ინფრასტრუქტურის გამოყენებას და შესაბამისად, საკონტრეილერო გადაზიდვაში ჩართული სატვირთო ავტოტრანსპორტო საშუალება მიუხედავად იმისა, რომ ახორციელებს სატრანზიტო გადაზიდვას, უნდა გათავისუფლდეს გზათსარგებლობის საფასურის გადახდისგან, რადგან სარკინიგზო გადაზიდვას საავტომობილოსთან შედარებით გააჩნია რიგი უპირატესობები, რაც დაკავშირებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურის ცვეთის, საგზაო შემთხვევების და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასთან“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები