პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - დღევანდელ გუნდს კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე აკომპლექტებენ, რამდენიმე მაჟორიტარზე ვურჩიე და მგონი მხოლოდ ერთი გაითვალისწინეს

08.09.16 19:15


კახა ოქრიაშვილს რამდენჯერმე შევხვდი და მისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების ”ქართულ ოცნებაში” გამოჩენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები არც სააკაშვილს და არც ”ქართულ ოცნებას” არ შეუქმნია.

”ეს ხალხი არც სააკაშვილს და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. ეს ადამიანები არიან წარმატებულები. ოქრიაშვილი ძალიან ნიჭიერი კაცია. რამდენჯერმე შევხვდი და მისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია, ასეთივეა ჩოჩელი. ეს ხალხი არიან ის წარმატებული ადამიანები, რომლებმაც თავისი ნიჭიერებით შექმნეს წარმატება და არა პარტიის დახმარებით. მათ როგორც კი მიეცათ საშუალება, მოძალადე ხელისუფლებას, ანუ ყოფილს ჩამოშორდნენ და დადგნენ სწორ ადგილზე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელ გუნდს გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი აკომპლექტებს და ის ამ პროცესებში არ ერევა.

”დღევანდელ გუნდს კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე აკომპლექტებენ. რამდენიმე მაჟორიტარზე ვურჩიე და მგონი ისიც მხოლოდ ერთი გაითვალისწინეს”, - განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები