პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

08.09.16 20:00


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. სტოლტენბერგისა და მარგველაშვილის შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრის ფორმატზე კომენტარს აკეთებს.

ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საუბარი შეეხება იმ რეფორმებს, რომლის გატარებაც უსაფრთხოების კუთხით არის დაგეგმილი:

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არის მთელი მსოფლიოსთვის ერთმნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მხარდაჭერისა. მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე რეფორმების მხარდაჭერის. სწორედ ამ რეფორმებზე იქნება საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, როგორც ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან,“ - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები