პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, რათა მოამზადოს ალიანსის წევრობისთვის

08.09.16 20:50


ნატო მოუწოდებს საქართველოს გააღრმავოს მიღწეული პროგრესი და ნატო გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, რათა მოამზადოს ქვეყანა ალიანსის წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატალანიკური საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილის მიმწოდებელია ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის.

”საქართველოს შეირაღებულმა ძალებმა ძალიან სერიოზული მსხვერპლი გაიღეს ევროატლანიკური ერთობლივი უსაფრთხოებისთვის და ამისთვის ღრმად მადლიერები ვართ. ჩვენი ვიზიტი და შეხვედრები ხაზს უსვამს ნატო-ს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი.

საქართველომ, როგორც მსურველმა ნატო-ს წევრობის, ე.წ. ასპირანტმა ქვეყანამ, ძალიან სერიოზული პროგრესი განიცადა რეფორმების გზაზე, კანონის უზენაესობის, სასამართლოს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გატარებით.

ნატო მოუწოდებს საქართველოს გააღრმავოს მიღწეული პროგრესი და ნატო- გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, რათა მოამზადოს ქვეყანა ნატო-ს წვერობისთვის”, -განაცხადა იენს სტოლტენბრგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 5788


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები