საზოგადოება

კახა კალაძე: ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ ფაქტებს მართულ პროცესს ვერ ვუწოდებ

09.09.16 14:25


“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ კრიმინალურ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ეს მართული პროცესი არ არის.

“ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ ფაქტებს მართულ პროცესს ვერ ვუწოდებ.

კრიმინალური სიტუაციის მართვა არშემდგარ სახელმწიფოებში ხდება. კრიმინალი ყოველთვის იყო, არის და ალბათ, იქნება კიდეც. მეორეა, რამდენად მწვავედ ხდებოდა ადრე გაშუქება და რამდენად მწვავედ შუქდება დღეს. კრიმინალი განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ამ მიმართულებით, კანონმდებლობის გამკაცრებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ”, – განაცხადა კახი კალაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები