პოლიტიკა

„დაავალე მიშას“ - „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას იწყებს

15.09.20 15:40


პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას „დაავალე მიშას“ იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

უდუმაშვილმა „დაავალე მიშას“ კამპანიის კონტექსტი განმარტა და ამომრჩეველს მიმართა.

 

„მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში, ჩვენი კანდიდატები უკვე აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას „დაავალე მიშას“, რაც გულისხმობს შემდეგს. ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია რა მოლოდინი გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ასევე უმნიშვნელოვანესია რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან მიხეილ სააკაშვილისგან. ამიტომ ჩვენი მაჟორიტარები აბსოლუტურად შემოივლიან ყველა სოფელს, ქალაქს, რაიონს. შეგხვდებიან თითოეულ თქვენგანს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ დავალებებს.

 

თქვენზე უკეთ არავინ არ იცის თუ რა პრობლემებია დღეს თქვენს სოფლებში, ქალაქებში და რა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ გადაიჭრას უსწრაფესად. ჩვენ ვდებთ პირობას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სწორედ თქვენი რჩევები და დავალებები იქნება გზამკვლევი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის დავალებები გადაეცემა პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს.

 

„შემდგომ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და გეგმას იმის შესახებ თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს დაგროვილია მოსახლეობაში. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო ძლიერი ოჯახებით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ამ პროცესში. ამიტომ ველით თქვენგან დავალებებს“, - დასძინა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები