პოლიტიკა

“თავისუფალმა დემოკრატებმა” 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

15.09.20 16:20


“თავისუფალმა დემოკრატებმა” 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ორ კანდიდატს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარადგენენ, ორს კი რეგიონებში მათ შორის:

 

ვიტალი დარასელია – საბურთალოს საარჩევნო ოლქი;


ედუარდ ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი;


რეგიონებში  კი „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

 

დავით ჭუნიაშვილი – გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს
საარჩევნო ოლქი;


ვახტანგ მარტოლეკი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო
ოლქი.


გარდა ამისა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე დაასახელეს.

 

მაჟორიტარები პარტიამ მე-6 რიგგარეშე ყრილობაზე დაასახელა, რომლის ფარგლებშიც ახალი თავმჯდომარე და გამგეობის წევრები აირჩიეს.

 

პარტიის თავმჯდომარედ აირჩა პარტიის გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე. პარტიის გამგეობის წევრებად წარდგენილი და არჩეული იქნა: ვახტან მჭედლიძე, თამარ კეკენაძე, დევი ტაბიძე და ემზარ კაკულია.

 

მიმდინარე წლის აგვისტოში “თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ლიდერებმა შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ დატოვეს. შავგულიძემ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, განმარტა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები