პოლიტიკა

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

09.09.16 14:55


ხათუნა ლაგაზიძემ „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაადასტურა.

„განხეთქილებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, ხათუნა ლაგაზიძემ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, დანარჩენ განმარტებას, ალბათ, თავად პაატა ბურჭულაძე გააკეთებს. როგორც ვიცი, ხათუნა ლაგაზიძე აგრძელებს თანამშრომლობას პარტიასთან, თუმცა თავს სხვა მიმართულებით ხედავს“, - განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში.

ხათუნა ლაგაზიძე „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ 30-კაციან საარჩევნო სიაში არ ფიგურირებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 784


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები