ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

15.09.20 16:40


ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, ისევე როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

 

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას.

 

წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია ოქტომბერში გააგრძელებს მუშაობას.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები