ეკონომიკა

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

15.09.20 17:40


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 36 ათასი ტონა რქაწითელი, ცხრა ათასი ტონა საფერავი, 1.3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

სააგენტოს ცნობით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.

ამასთან, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის საპროგნოზო რაოდენობა 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

 

მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა” და „კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0.80 ლარს გადაუხდის. ერთი კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები