ეკონომიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: ცალსახაა, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს

15.09.20 18:00


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება. ცალსახაა, რომ საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის კეთებისთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პარლამენტარი, ირაკლი მეზურნიშვილი.

 

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან დადებითი და პოზიტიურია.

 

„ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეგიონული ლიდერები ვყოფილვიყავით ბიზნესის კეთების სიმარტივისა და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, გარკვეულ რეიტინგებში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგებისა და რეფორმების შეფასებაც. დადებით კონტექსტშია წარმოდგენილი ანგარიშში ის რეფორმები, რაც გატარდა სხვადასხვა მიმართულებით.

ეს იყო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, მართლმსაჯულების რეფორმა და ასე შემდეგ. გარკვეული პერიოდის წინ ვნახეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოზე იყო შეტევა, მათ შორის გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფელირებული პარტიები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოეხდინათ ჩვენი ქვეყნის.

ცდილობდნენ შეექმნათ იმიჯი, რომ ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გაეცა და შესაბამისი შეფასება იქნა გაკეთებული. ზოგადად ანგარიში ძალიან დადებითი და პოზიტიურია და ვფიქრობ, ამ ანგარიშის შემდეგ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ ეს ყველაფერი პოზიტიურ როლს ითამაშებს და კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვა საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიც არის“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები