პოლიტიკა

სოზარ სუბარი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

16.09.20 11:30


სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, სოზარ სუბარი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

 

დღეს, სოზარ სუბარმა სამგორის რაიონის ვარკეთილის მასივში მცხოვრებ ამომრჩეველთან გამართა შეხვედრა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა.

 

მოსახლეობის ძირითადი პრობლემები ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას, გამწვანების საკითხს და ტაძრის მშენებლობას ეხებოდა.

 

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას აცნობა, რომ სამგორის რაიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს სკვერების მშენებლობა, რამდენიმე უბანში შეიცვალა კანალიზაციის სისტემა, მოწესრიგდა შიდაგზები, ხოლო 57 კორპუსში ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება განხორციელდა. ეს პროცესი კი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები