პოლიტიკა

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა

16.09.20 12:40


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა.

 

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები არსებითად არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ეუთო/ოდირი-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებში იყო მოცემული.

 

„ეს ცვლილებები არსებულ ვითარებას უფრო აუარესებს, რადგან მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამჭვირვალობა მისი მეტ-ნაკლებად სწორად წარმართვის ერთ-ერთი მექანიზმია, რაც ამ კანონპროექტის პირობებში ვერ მოხდება“, – აღნიშნა გოცირიძემ.

 

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონოროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, რომლის გათვალისწინებით, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

 

დასაბუთების სტანდარტის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება, უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, როგორც ინიციატორები განმატავენ, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, ეს პროცესი უფრო შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები