პოლიტიკა

"თუ ვირუსი მომაკვდინებელია, სასტუმრო უშველის?!" - დავით ჭიჭინაძე

16.09.20 13:20


ავადმყოფი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა, დალოდება.

მაგრამ „ვიღაცეებს“ მოეწონათ, როგორც ჩანს, ფულის კეთება და უსიმპტომოების თავისსავე სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს.


აბა როგორ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავდეს და ბანკირები მილიარდს შოულობდნენ?!

 

ახლა კი, როდესაც პროცენტების სუბსიდირებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ხომ საბანკო სფეროსთვისაა მოწყობილი და არა ადამიანებისთვის.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და „ოცნების „ ხელისუფლებას ტყუილებში ადანაშაულებს.

 

“ ის, რომ ვირუსი არსებობს, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ, თუ ვირუსია მას სიმპტომიც აქვს, როგორც სხვა ვირუსებს.

 

ამათმა კი, ექიმები კომერსანტებად აქციეს, საავადმყოფოები მარტო მომსახურებს სფეროდ და არა ინფრასტრუქტურის ნაწილად;

 

განათლების სფეროც ბოლომდე დაანგრიეს და ფსიხოზამდე მიიყვანეს ბავშვები;

 

მცირე სასტუმროების, კაფე-ბარებს, რესტორნებს მეპატრონეებს კი იეს აუბედურებენ, არავის აინტერესებს ვინ აუნაზღაურებს ამ ადამიანებს ამხელა დანაკარგს.

 

21 მარტს მხოლოდ მე ვითხოვდი, ეკონომიკა არ ჩაეკეტათ და ახლაც ვამბობ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილია, როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილი, ეს ადამიანები საბანკო პროცენტებისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდნენ!

 

არც ეკუთვნით იურიდიულად, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის!

 

თუ ზარალობს ხალხი, ინდა იზარალოს ბანკმაც!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები