საზოგადოება

პრემიერი: პედაგოგის საშუალო ხელფასი პირველ ეტპაზე 800 ლარამდე გაიზრდება

09.09.16 15:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“, „ქართული ოცნების“ პროგრამის პრეზენტაცია გამართა, სადაც პედაგოგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მათი საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება.

„ჩვენ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებმაც ურთულესი პერიოდის განმავლობაში შეგვინარჩუნეს განათლებული მომავალი თაობა, უძლებდნენ უკიდურესს გაჭირვებას. ჩვენ უნდა დავაფასოთ ისინი და არ შეიძლება, პედაგოგები მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვყავდეს სხვადასხვა გამოცდების და ტესტირებების მეშვეობით. მომავალი წლიდან ახალი დაფინასებაა გათვალისწინებული. პედაგოგის საშუალო ხელფასი პირველ ეტპაზე 800 ლარამდე გაიზრდება და შემდგომ უკვე ეკონომიკური განვითარების პარალელურად, მოხდება პედაგოგების ხელფასების კორექტირება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები