ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის აღდგენის ტენდენცია ტურიზმის გარდა, ყველა სექტორში ჩანს

16.09.20 14:20


ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ, ტურიზმის გარდა. მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში ძველი ნიშნულისკენ ბრუნდება დინამიკა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა სექტორებში დინამიკა ძველ ნიშნულს უბრუნდება.

 

„სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შუალედური შეხვედრა. რეალურად, ეს მისია საქმიანობას ოქტომბერში დაიწყებს, თუმცა ჩვენ გვაქვს შუალედური შეხვედრები, როდესაც ერთმანეთს ინფორმაციას ვუცვლით. საბოლოოდ შევჯერდით წლის მაჩვენებელზე - არსებობს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს -5%, ხოლო შემდეგი წლის მაჩვენებელი +5 იქნება. მიგვაჩნია, და სავალუტო ფონდიც ამაში გვეთანხმება, რომ მომავალ წელს 5%-იანი ზრდა გვექნება. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ, ტურიზმის გარდა. მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში ძველი ნიშნულისკენ ბრუნდება დინამიკა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც არც შეჩერებულა, უნდა გაგრძელდეს.

ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ და 2021 წლისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა 2023 წლისკენ უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს, რომელიც არის 3%-ზე ქვევით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები