საზოგადოება

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

16.09.20 15:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.


დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები