პოლიტიკა

"ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც ჯერ საკუთარ არჩევანს არ აფიქსირებს, ოპოზიციურადაა განწყობილი"- მამუკა ხაზარაძე

16.09.20 15:20


"NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60%, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია,"- ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

 


„ის ფაქტი, რომ გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის გამოკვლევა და 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ეს იმას მიანიშნებს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია. როდესაც ადამიანებს აშინებენ და ეუბნებიან, დაკარგავ სამსახურს თუ „ქართული ოცნების" გარდა სხვა პარტიის მხარდამჭერი იქნები და ამ აზრს დააფიქსირებს, ხალხს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, ამ ადამიანების პასუხია, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათი უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია"- აცხადებს ხაზარაძე.

 

 

"ლელოს" თავმჯდომარემ პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეიტინგი ორნიშნა რიცხვს შეადგენს.

 

 

„უპრეცედენტო ზრდა გვაქვს, ჩვენი გამოკვლევით ვართ ორნიშნა რიცხვზე და ამას ცოტა ხანში ყველადაინახავს. ჩემთვის მთავარია გუნდი და შემდეგ - თუ რის გარშემოა ეს გუნდი გაერთიანებული. რა პროექტიც არ უნდა იყოს, საჭიროა იდეა, შემდეგ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და რისკს საკუთარ თავზე. ჩვენ დავაფუძნეთ პარტია და პანდემიის მიუხედავად, 80 000 ადამიანია ასეთი, მე არ ვლაპარაკობ ამომრჩევლებზე, წინა კვირას ეს რიცხვი იყო 70 000. არც ერთ პარტიას საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ამდენი რეგისტრირებული წევრი და რეგისტრირებული მხარდამჭერი.

 

ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი კონკრეტული გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციის, რომელიც 4 წელში ძირფესვიანად შეცვლის ჩვენს ქვეყანას და შემდეგ დაიწყება უპრეცედენტო ზრდა, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის სერიოზული მენეჯმენტის შედეგი, გუნდის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა, მათგან 59%- მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები