პოლიტიკა

"ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები" - აშშ-ის ელჩი ხელისუფლებას აფრთხილებს

16.09.20 17:00


საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს, ეცნობიან იმ ანგარიშებს, რასაც აქვეყნებს სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირებლო ორგანიზაცია აქვეყნებს.

 


ამერიკელი დიპლომატის თქმით, ძალიან სამწუხაროა, ის ინფორმაციები, რომლებიც ისმის ამომრჩეველთა დაშინებაისა და სხვადასხვა რესურსების გამოყენებაზე.

 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ვეცნობით იმ ანგარიშებს, რასაც აქვეყნებს სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირებლო ორგანიზაცია, რომლებსაც საშუალება აქვთ, უშუალოდ მოსახლეობასთან ჰქონდეთ კავშირი. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ისმის ისეთი შემთხვევების შესახებ, ვთქვათ როგორიც არის მაგალითად, ამომრჩეველთა დაშინება, ვთქვათ სხვადასხვა რესურსის გამოყენება და ა.შ. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა განხორციელდეს და მიღებული კანონმდებლობა აღსრულდეს. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. ასევე, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება. რაც შეეხება კოვიდს, მე როგორც ვიცი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამზადებს გარკვეულ ღონისძიებებს და მიიღებს ზომებს, იქნება ეს ადგილობრივ საარჩევნო უბნებსა თუ სხვაგან, რათა ხმის მიცემა განხორციელდეს უსაფრთხოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მოუსმინოს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას და მათ პლატფორმას. აშშ-ში დებატები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ ამომრჩეველმა პარტიებისგან სხვადასხვა ინფორმაცია მიიღოს. მე ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ“, – ამბობს კელი დეგნანი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები