საზოგადოება

ამ თვეში გარკვეულ მიმართულებებზე ფრენები აღდგება

17.09.20 11:30


„ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს, სექტემბრის განმავლობაში 90-ზე მეტი ფრენა სრულდება. დავიწყეთ რეგულარული ფრენების აღდგენა, თავიდან ეს ორიენტირებულია ჰაბ ქალაქებზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Euronews Georgia-სთან საუბარში განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სექტემბერში გარკვეული უსაფრთხო მიმართულებების ფრენები Wizz Air-ის მიერ აღდგება.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაბალბიუჯეტიანი ფრენების, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარია. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები, 2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair საქართველოში. რა თქმა უნდა ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო

მიმართულებების ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან, ან ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair აღადგენს ფრენებს. რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება ამაზე ჩვენ ორმხრივ რეჟიმში, ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ და ყოველთვის ვნახულოთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას. ასე, რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები