პოლიტიკა

ლევან ბოძაშვილმა „ნეოსაქართველო“ საერთაშორისო ბლოკჩეინფორუმზე წარადგინა

17.09.20 11:45


„საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება და ასიათასობით ქართული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბოძაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე „ბლოკჩეინი სოციალური სიკეთისთვის“ ისაუბრა.

 

პროგრამის ავტორის განმარტებით, „ნეოსაქართველო: ბლოკჩეინისა და ტექნოლოგიური ქვეყნის ტრანსფორმაციის კონცეფციაა, რომელიც ქვეყანას ახალ საფეხურზე აიყვანს.

 

„პროგრამა „ნეოსაქართველო“ პირდაპირ ითვალისწინებს ტექნოლოგიების მეშვეობით ასიათასობით ქართული ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საჯარო და საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირებას. აგრარული და ტურისტული სფეროებისთვის ხარისხისა და გასაღების ბაზრების უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომი ფასების შექმნის მიზნით, ფარმაცევტული სფეროს მოდერნიზებას და ა.შ. რაც შეეხება ფორუმს, მისი მთავარი დანიშნულება სოციალური საჭიროებებისა და მატერიალური დოვლათის შესაქმენლად ბლოკჩეინის გამოყენებაა“ - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

 

ცნობისთვის, ფორუმი, რომელიც 16 სექტემბერს, დილის ცხრა საათიდან ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, 200-ზე მეტ გლობალურ საბანკო, საფინანსო და ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ შორის იყვნენ, მსოფლიო ბანკის ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორი ლესლი გო, აშშ მშვიდობის ინსტიტუტის მშვიდობის ტექლაბის პრეზიდენტი შელდონ ჰიმერფლაბი, კომპანიების IBM, Oracle, JP Morgan, ABN Amro აღმასრულებელი პირები და ა.შ.

 

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის“ ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები