პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ამ მომენტისთვის არჩევნების ჩატარება არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას

17.09.20 12:20


ამ მომენტისათვის არჩევნები არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.

 

„ამ მომენტისთვის საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშაა.

ყოველდღიურად ხდება კონტაქტების მოძიება, ფართომასშტაბიანი ტესტირება და ყველა ადამიანი, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, არის უზრუნველყოფილი.

დღესდღეობით არჩევნებს და არამხოლოდ არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასაც, არ ემუქრება საფრთხე. ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული. თუ ჩვენ გვექნება საჭიროება, მივიღოთ რაიმე ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არჩევნებს ეს პროცესი არ შეაფერხებს და არჩევნები ამ მომენტისათვის არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას.

არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები