საზოგადოება

ამირან გამყრელიძე - საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება

17.09.20 13:00


საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება.

 

„ახალ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს 2,63. მწვანე ზონაშია მთლიანად ქვეყანა, მწვანე ზონის ზღურბლი ჩვენთვის გახლავთ 5 და შემდეგ მოდის ყვითელი, უფრო საფრთხილო ზონა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ყველა არსებული რეკოენდაცია ძალაში რჩება.

 

„დღეს ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამოდენიმე დღის განმავლობაში და ამიტომ, ყველა რეკომენდაია ძალაშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები