პოლიტიკა

"კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა, კრიმინალი გაიზარდა ტელევიზიებში" - კობახიძე IRI- ის კვლევაზე

17.09.20 13:20


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ კრიმინალი საქართველოში არ გაზრდილა, რაც შეეხება ეკონომიკური პრობლემების არსებობას, მისი თქმით, არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იქნება მათი საარჩევნო პროგრამა.

 


"საქართველოში 700 000- ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა მემკვიდრეობად მილიონ 150 000, ჩვენ ეს მაჩვენებელი 400 000- ზე მეტით შევამცირეთ, ეს არის მიღწევა. თუმცა, გამოწვევა რომ რჩება, ამას ყველა კვლევა ასახავს.

 

რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში და ამის საუკეთესო მაგალითია სპეკულაციები, რომელიც ჩვენ გვესმის ორ საქმესთან დაკავშირებით. ორივე საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ბოლომდე მივა ეს საქმე, თუმცა ჩვენ სპეკულაციები გვესმის ყოველ დღე,“ - განაცხადა კობახიძემ IRI- ის კვლევის შეფასებისას.

 

IRI- ის მიერ გამოკითხული მოქალაქეები გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებსა და კრიმინალის ზრდას ასახელებენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები