პოლიტიკა
17.09.20 14:20
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის. ის ასევე მოითხოვს, ყველა იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისი გადაწყვეტილებითაც ივლისი-აგვისტო-სექტემბრის ტურისტული სეზონი ჩავარდა და სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ.
„ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უკვე ამ თვეში აღდგება ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. მანვე, მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგებოდა 1 ივლისიდან.
ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ტურიზმის სექტორმა გადაწყვიტა ამუშავება, მაგრამ მინისტრის სიტყვა აღმოჩნდა მტკნარი სიცრუე და კიდევ უფრო მეტი ზიანი მოუტანა ეკონომიკას.
„ოცნების“ ხელისუფლებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ფრენები არ განაახლა მაშინ, როდესაც საქართველოში ფიქსირდებოდა ვირუსის საშუალოდ 20 შემთხვევა და ახლა, როცა დღეში გვაქვს 150 შემთხვევა, საუბრობენ საჰაერო სივრცის გახსნაზე.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც თავისი არათანმიმდევრული და მავნებლური გადაწყვეტილებებით აზიანებს ეკონომიკას, ხალხს აკარგინებს სამუშაო ადგილებს, აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, ხელს უწყობს ფასების ზრდას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის. ასევე, დადგეს ყველა იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი გადაწყვეტილებითაც ჩავარდა ივლისი-აგვისტო-სექტემბრის ტურისტული სეზონი და ზიანი მიადგა სექტორში დასაქმებულ ჩვენ მოქალაქეებს.
რაც შეეხება თურნავას მიერ ნოემბრის თვის დაგეგმვას, ამ საკითხზე იმუშავებს უკვე ახალი, ევროპული კოალიცია, რომელიც ქვეყანას მოუტანას გარდამტეხ ცვლილებებს და წაიყვანს წინ“,-აცხადებს კახიძე.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მისივე თქმით, ფრენების აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Ryanair-თანაც და საკითხი მიმდინარე წელს გადაწყდება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს, ბექირ შაჰინს შეხვდა
15:4719.03.24
-
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა
15:0019.03.24
-
14:2519.03.24
-
14:0019.03.24
-
13:2519.03.24
-
არჩილ თალაკვაძე - ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან
12:5819.03.24
-
12:2219.03.24
-
12:0019.03.24
-
პრემიერი - საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
11:4019.03.24
-
თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა
11:1519.03.24
-
10:4519.03.24
-
მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა
10:0319.03.24
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24