საზოგადოება

ნიგერიელი მომღერალი Nneka თბილისში კონცერტს გამართავს

09.09.16 16:00


ცნობილი ნიგერიელი მომღერალი და ჰიპ-ჰოპის და სოულის სტილში სიმღერების ავტორი Nneka, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 12 სექტემბერს საქართველოში სოლო კონცერტს გამართავს.

Nneka თავის შემოქმედებაში აერთიანებს ჰიპ-ჰოპს დაბის, სოულის, რეგისა და აფრობიტას ელემენტებთან. მისი სიმღერების ტექსტები ავტობიოგრაფიულია და ნიგერიასა და ევროპაში ცხოვრებაზე მოუთხრობს მსმენელს. მომღერალი სიმღერებს ინგლისურ ენაზე ასრულებს და ასევე მშობლიურ — იგბოს ენაზე.

Nneka —ს გამოსვლა ფილარმონიაში 20:00 საათზეა დაგეგმილი. კონცერტის ორგანიზატორთა თქმით, მომღერალი შეასრულებს სპეციალურად ქართველი მსმენელისათვის მომზადებულ პროგრამას "Walking to Tbilisi!"

Nneka 1980 წელს ნიგერიის ქალაქ ვარიში (დელტას შტატი) დაიბადა, ნიგერიელის და გერმანელის ოჯახში. იგბოს ენაზე მისი სახელი ნიშნავს „დედა ყველაზე მთავარია“.

ბავშვობიდან იგი მღეროდა სკოლისა და ეკლესიის გუნდებში. 18 წლისა გადასახლდა გერმანიაში, სადაც ჰამბურგის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, ამასთან პროფესიულად დაკავდა მუსიკით.

2005 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი Victim Of Truth, რომელიც გამოიცა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ნიგერიაში.

2009 წელს მომღერალმა მიიღო ბრიტანული მუსიკალური პრემია Music of Black Origin Awards კატეგორიაში „საუკეთესო აფრიკელი მომღერალი“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები