პოლიტიკა

"ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისირეიტინგიც მუდმივად იზრდება, საქართველოს მოსახლეობა მთავარ კვლევას 31 ოქტომბერს დადებს" - გიორგი ვაშაძე

17.09.20 15:40


„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის (IRI) ახალ კვლევას ეხმიანება და მიაჩნია, რომ მთავარ კვლევას საქართველოს მოსახლეობა 31 ოქტომბერს დადებს.

 

„მთავარი კვლევა იქნება 31 ოქტომბერს. თუმცა IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ 31 ოქტომბერისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი"- ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება იმ მარტივი მიზეზისგამო, რომ ყოველთვის ვსაუბრობთ პროგრამით,გეგმით, ანტიკრიზისული გეგმით, როგორ უნდავუშველოთ უმუშევრობას, როგორ უნდა დავწიოთსაბანკო პროცენტები. ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ პრობლემებზე, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, აი, აქ არის ჩვენი ხელწერა, არ შევდივართ კინკლაობაში. ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ და მიუთითებთ რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. სწორედ, ამ მიდგომით გავიმარჯვებთ არჩევნებში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები