პოლიტიკა

პარტია "რეფორმერსა " და ორგანიზაცია "უშუალო დემოკრატიულ მოძრაობის ეროვნულ კომიტეტს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17.09.20 17:20


პარტია "რეფორმერსა " და ორგანიზაცია "უშუალო დემოკრატიულ მოძრაობის ეროვნულ კომიტეტს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 


პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, თანამშრომლობა მოიცავს მოქალაქეების სრულ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის პარტია "რეფორმერის" მთავარი იდეოლოგია.

 

თორნიკე ჯანაშვილი, პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე " ჩვენ გვაქვს იდეოლოგიური თანხვედრა, ხედვა მთავარ საკითხებზე, რომელიც უპირველესად მოიცავს საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომელიც წლებია მართავს ქვეყანას, ეს ადამიანები უნდა ჩამოშორდნენ პროცესებს და ქვეყანა უნდა მართოს ახალმა ძალამ, რომელიც რეალურად დაფუძნებული იქნება ხალხზე.

 

"უშუალო დემოკრატიული მოძრაობის ეროვნულ კომიტეტის" ერთ-ერთი მთავარი იდეა რეფერენდუმის წესით კანონის მიღების ან გაუქმების შემოღებაა. ამ ინიციატივით უშუალოდ ხალხს ეძლევა ბერკეტი აქტიურად ჩაერიოს მთავრობის საქმიანობაში, დაბლოკოს ხალხისთვის ყველა არასასურველი კანონი. კანონპროექტი უკვე მომზადებულია, საჭიროა პოლიტიკური ნება მის განსახორციელებლად.

 

როგორც "რეფორმერში" აცხადებენ, ამ ინიციატივით შესაძლებელია რეფერენდუმის წესი გამოყენებულ იქნეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ კანონების მიღებისასას, საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო კურსი; გარდა იმ კანონებისა, რაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით: საკუთრების უფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები და ა.შ.

 

თორნიკე ჯანაშვილი : ჩვენი პარტია იქნება იმ იდეების გამტარი, რაც "უშუალო დემოკრატიულ მოძრაობას" აქვს. ეს პლატფორმა არის პარტია "რეფორმერის" მხარდამჭერი საერთო იდეოლოგიიდან და მიზნებიდან გამომდინარე - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები