პოლიტიკა

ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატოში ინტეგრაციას, არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში - სერგი კაპანაძე

18.09.20 12:40


ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას ეხმაურება.

 


სერგი კაპანაძის თქმით, თუ ქვეყანას სურს მიუახლოვდეს ნატოს, მისი დემოკრატია არ უნდა იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და მისი მთავრობის პროდასავლურობაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აწარმოოს პროაქტიური საგარეო პოლიტიკა და არა ისეთი პასიური, როგორსაც ქართული ოცნების ხელსიუფლება აწარმოებს, ამას კი, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

 

„ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატოს, უნდა ჰქონდეს ისეთი დემოკრატია, რომელშიც არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება, უნდა ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომლის პროდასავლურობაში არავის ეჭვი არ ეპარება და არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში და იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და იყენებს კოვიდს პოლიტიკუირ ქულების დასაწერად, წირავს ეკონომიკას ამას და არანაირი წინსვლის გეგმა არ გააჩნია.

 

როდესაც ასეთი მთავრობა გყავს, ნატოში ინტეგრაციაზე საუბარი არის ზედმეტი.

ამიტომ, ამ მთავრობის შეცვლის შემდეგ, დაჩქარდება ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

 

რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მტერი და აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და ამას იყენებს იმისათვის, რომ შეაფერხოს ჩვენი ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ჩვენი კონტრ-ზომები, ასეთ რეალობაში, ერთადერთი კონტრ-ზომა, არის, რომ რუსეთზე იყოს მუდმივი ზეწოლა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ მან არ გააგრძელოს ამ ფაქტორების გამოყენება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის შესაფერხებლად.

 

მთავარი რაც შესაცვლელია, ამ საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც ეს ჩაფლავებული გუნდი აწარმოებს, არის ის, რომ იყოს პროაქტიური პოლიტიკა, ჩვენი ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული, იყოს რუსეთთან დიპლომატიური დაპირისპირება სადაც საჭიროა და შესაძლებელია და არ ხდებოდეს ილუზიის შექმნა, რომ ჩვენ ორმხრივი დიალოგით ვაგვარებთ პრობლემებს რუსეთთან, რაც არ არის რეალობა. სწორედ ეს არის შესაცვლელი მას შემდეგ, რაც დამარცხდება ივანიშვილი.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები