პოლიტიკა

პრეზიდენტი: ქართველმა ჯარისკაცებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია

18.09.20 14:40


„ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორია რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად“,- ამის შესახებ თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

 

„საქართველო, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს.

 

ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატო-ს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ინფორმაციისთვის, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები